კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ქართული პერიოდიკის ისტორიისათვის 1819-1863 წწ. ლუკა ციხისთავი

ლუკა ციხისთავი, ქართული პერიოდიკის ისტორიისათვის (1819-1863 წწ.) წიგნში წარმოდგენილია ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსის, ლუკა ციხისთავის ნაშრომი, რომელიც მან 1930-იან წლებში, თავის 20-წლიან პოლიტ-პატიმრობამდე დაწერა. ნაშრომი სრულად, ავთენტური სახით, პირველად ქვეყნდება და მოიცავს 3 ნაწილს, რომელთაგან 2 - შემცირებული სახით გამოქვეყნდა 1935 და 1937 წლებში.
ნაშრომს დართული აქვს შესავალი, რომელშიც მოტანილია დასაბუთებული მოსაზრებები, რომ ლუკა ციხისთავის დაპატიმრებისა და გულაგში მისი გადასახლების საფუძველი სწორედ ეს ნაშრომი გახდა. წიგნი განკუთვნილია როგორც დარგის სპეციალისტების, ისე მკითხველთა ფართო წრისათვის. წიგნი გამოიცა ლუკა ციხისთავის დაბადების 120 წლისთავის აღსანიშნავად.
რედაქტორი: ნინო ციხისთავი-ხუციშვილი
წიგნი შეადგენეს ლუკა ციხისთავის შვილიშვილებმა: ნანა ციხისთავი, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; ნინო ციხისთავი-ხუციშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი; თამარ ციხისთავი, აღმოსავლეთმცოდნე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი, კონფლიქტებისა და მშვიდობის მეცნიერებათა მაგისტრი;
რეცენზენტი: ანტონ ვაჭარაძე, ისტორიის მაგისტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების ხელმძღვანელი.

წიგნის პრეზენტაცია 2021 წლის აპრილში მოეწყო. პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა სტალისნი რეპრესიებზე, წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

***

2011 წელს გამოიცა "წერილები ოჯახს 1937-1957 ლუკა ციხისთავი", რომელშიც გამოქვეყნებულია სტალინის გულაგის ლაგერებიდან გამოგზავნილი წერილები, „ტროიკას” განაჩენები და სხვა საარქივო დოკუმენტები.

***

გამოსაცემად მზადდება:

ლუკა ციხისთავი - საქართველოს ისტორიის ქრესტომატია

ლუკა ციხისთავი - საზოგადოებრივი აზრის განვითარების ისტორია

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

(ნინო ციხისთავი-ხუციშვილის პირადი არქივიდან)