კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

აგენტების კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

ა.წ. 31 აგვისტოს, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, ე.წ. აგენტების „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონი“-ს საქმეზე, განმწესრიგებელი სხდომა განხილვის დაწყებიდან მესამე დღეს დაასრულა და სათათბიროდ გავიდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ კანონის წინააღმდეგ, ოთხი სარჩელია დარეგისტრირებული. სარჩელების ავტორები არიან: საქართველოს პრეზიდენტი; 112 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია; 38 ოპოზიციონერი პარლამენტარი; ორი მედიასაშუალება.

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 18 ივლისი, 2024 წ.

რეგისტრაციის # 1828.

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 24 ივლისი, 2024 წ.

რეგისტრაციის # 1829.

საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 31 ივლისი, 2024 წ.

რეგისტრაციის # 1834.

შპს "საინფორმაციო ცენტრების ქსელი" და ა(ა)იპ "სტუდია მონიტორი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 19 აგვისტო, 2024 წ.

რეგისტრაციის #1837.